2018 წლის აპრილში, DVV International საქართველოს ოფისმა გამოავლინა ყოველწლიური საგრანტო პროგრამის „ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში“ გამარჯვებულები. DVV International ახორციელებს პროგრამას 2013 წლიდან, მიზნად ისახავს ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ინოვაციური მიდგომებით. 2018 წელს DVV International-მა 100 აპლიკანტიდან ოთხი პროექტი შეარჩია. შერჩეული პროექტებია: ვიზუალური ამბების თხრობის სკოლა სამოქალაქო აქტივისტებს შორის ვიზუალური თხრობის ინსტრუმენტების პოპულარიზაციის მიზნით, რომლებსაც შეეძლებათ ისწავლონ კომიქსებისა და ანიმაციების შექმნის ძირითადი უნარები; მშობლობა, როგორც პროფესია - რომლის ფარგლებშიც, შეიქმნება მშობელთა სკოლა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სადაც მშობლებს შეეძლებათ დაესწრონ სასწავლო პროგრამას ბავშვების უფლებების, პოზიტიური აღზრდისa და მშობლის როლის შესახებ ბავშვის განვითარებაში და ა.შ. პროექტის ბოლოს, ბენეფიციარები შეიმუშავებენ ვიდეოებს თემაზე „10 მცნება მშობლებისთვის“, რომლებიც გავრცელდება სოციალური მედიის საშუალებით. კარტოფილის წარმოების ინოვაციური მეთოდები კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში კარტოფილის წარმოებაში თანამედროვე მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის პირველი ეტაპის განმავლობაში, ჩატარდება ტრენინგები სამიზნე ჯგუფისთვის. გარდა ამისა, შემუშავდება სახელმძღვანელო კარტოფილის წარმოების შესახებ და ათი საინფორმაციო ვიდეო საზოგადოების წევრებს შორის ინფორმაციის უკეთ გავრცელების მიზნით. პროექტის „მზის სამზარეულო“ ან „პარაბოლოიდური მზის შუქის გაზქურა“ ფარგლებში, პირველად შეიქმნება მზის სამზარეულო. პროექტის ბენეფიციარები დაესწრებიან სემინარებს და შექმნიან პირველ მზის გაზქურას.