მაისი დადგა თბილისში და მასთან ერთად, ზედიზედ მეექვსედ, ევროპის დღის ჩატარების დრო.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, DVV International საქართველოს ოფისი აქტიურად მონაწილეობდა რიყის პარკის სადღესასწაულო ღონისძიებებში, სადაც ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ გააცნო საკუთარი ქვეყნების თავისებურებები მხიარულ, ენერგიულ ატმოსფეროში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აღსანიშნავად.
DVV International-მა გერმანიის საელჩოსთან, გოეთეს ინსტიტუტთან და DAAD-თან (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ერთად წარმოადგინა სხვადასხვა პუბლიკაციის ფართო არჩევანი და შესაბამისად, დიდი ყურადღება მიიპყრო. ახალგაზრდა სტუმრებმა ამჯობინეს DVVI-ის ფერადი თავსატეხი თამაში და პრიზები, რომელთა მოგებაც შეეძლოთ მისი თამაშით. ბევრი გამვლელი გაჩერდა იმისთვის, რომ კოდის სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთობები უფრო ახლოს დაეთვალიერებინა.