5 მაისს, თბილისში, რიყის პარკის ტერიტორიაზე ყოველწლიური, რიგით მეშვიდე ღონისძიება „ევროპის დღე“ გაიმართა. ამ თარიღის აღსანიშნავად 15 000-ზე მეტმა სტუმარმა მოიყარა თავი. მათ წინაშე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის 28 სახელმწიფოს კულტურა, ისტორია და ტრადიციები. დამსწრეებს საშუალება მიეცათ, აქტიურად ჩართულიყვნენ გათამაშებებსა და აქტივობებში.
ისევე როგორც წინა წლებში, ღონისძიებაზე DVV International-იც იყო წარმოდგენილი. ორგანიზაციის წევრებმა, სტუმრებს მხიარული და ინფორმატიული აქტივობები შესთავაზეს.
ღონისძიებაზე სივრცე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხედვით განაწილდა, შესაბამისად, DVV International-ის სტენდი განთავსდა კარავში, სადაც გერმანიის საელჩო, DAAD, გოეთეს ინსტიტუტი და GIZ იყვნენ წარმოდგენილნი. დღის განმავლობაში, DVV Internatinal-მა გამოფინა და პრეზენტაცია გაუკეთა საკუთარ პუბლიკაციებს. სტუმრებს ასევე, მოეწონათ ფერადი სათამაშო პაზლი, სადაც გამარჯვებულებმა სხვადასხვა ტიპის პრიზები მიიღეს. დაბოლოს, სტუმრებს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ წარმოებული „ლელის თაფლი" და კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ შექმნილი ხელნაკეთი სათამაშოები და აქსესუარები შესთავაზეს.