საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ©მელიტა ფაჩულია
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ©მელიტა ფაჩულია
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ©მელიტა ფაჩულია

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) აერთიანებს 14 ზრდასრულთა განათლების ცენტრს საქართველოში. GAEN-მა DVV International საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა 2022 წლის 18 დეკემბერს სასტუმრო „იოტა“-ში, თბილისი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი შემდეგ ნომინაციებში:

  • წლის საუკეთესო ბენეფიციარი - ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარი ელენა ბიჩაჩხიანი
  • წლის საუკეთესო ტრენერი - ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერი ჰრიპსიმე ოვანოღლიან და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერი ჟუჟუნა კახაძე
  • საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი - ხონის მუნიციპალიტეტი
  • წლის საუკეთესო ცენტრი - ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი