DVV International საქართველოს ოფისის და რეგიონალური პროექტი „აღმოსავლეთ მეზობლები“ თანამშრომლობით, მარაქეშის სამოქმედო ჩარჩოს გამოწვევებისა და ქვეყნის შიგნით მისი განხორციელების დინამიკის შესაფასებლად, განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება.
DVV International-ისა და საქართველოს პროფესიული უნარების თანამშრომლობით ორი სემინარი და შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა რომელიც დარგის ექსპერტის ზედამხედველობით მიმდინარეობდა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურებოდა სიღრმისეული ანალიზის პლატფორმას, რაც ხელს უწყობს მარაკეშის სამოქმედო ჩარჩოს და მისი პრაქტიკული შედეგების ყოვლისმომცველ გაგებას ქართულ კონტექსტში.
I სამუშაო შეხვედრა - 8 ნოემბერი: სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სექტორის ჩართულობა:
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საჯარო სექტორის 34 წარმომადგენელი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში.
დისკუსიები მიმდინარეობდა მარაკეშის სამოქმედო ჩარჩოს ძირითადი პრინციპების შესწავლაზე და დიალოგის დაწყებაზე, საქართველოში მისი პრიორიტეტების ინტეგრაციის მიზნით.
გაიმართა სიღრმისეული დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სექტორის როლზე და მათი საქმიანობის პროცესის გაძლიერებაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს ზრდასრულთა განათლებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის მნიშვნელობა, ასევე მტკიცე თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობა ამ მნიშვნელოვანი ასპექტების წინსვლისთვის.
II სამუშაო შეხვედრა - 12 ნოემბერი: ჩართულობა ბიზნეს სექტორთან:
მეორე ღონისძიება, 12 ნოემბერს გაიმართა და აქცენტი ბიზნეს სექტორზე გააკეთდა, მასში აქტიური მონაწილეობა 21 ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო.
შეხვედრისას განხილული იქნა მარაქეშის სამოქმედო ჩარჩოს დანერგვის გზები და კომპანიების წვლილი ქართულ ბიზნესში მის განსახორციელებლად.
შემაჯამებელი ღონისძიება - 20 ნოემბერი: მრავალსექტორული თანამშრომლობა და განხილვა:
დასკვნითი ღონისძიება, 20 ნოემბერს ჩატარდა და იგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საჯარო სექტორისა და კერძო სექტორის დაინტერესებული მხარეების დაახლოებაზე იყო ორიენტირებული. ამ მრავალმხრივ შეკრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა -საქართველოს უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი და დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ სამხარაძემ.
აღნიშნულმა შემაჯამებელმა შეხვედრამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეებისთვის ერთობლივად ემუშავათ მიგნებებზე, დაეფიქსირებინათ მიღწეული პროგრესი და გამოევლინათ არსებული გამოწვევები. გაიმართა სიღრმისეული დისკუსიები, განხილული იქნა ერთობლივი შეხვედრებიდან მიღებული კონკრეტული რეკომენდაციები და დაისახა კურსი მარაქეშის სამოქმედო ჩარჩოში ასახული ძირითადი პრიორიტეტების ეფექტური განხორციელებისთვის.
ამ ღონისძიებების განმავლობაში აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO), საჯარო სექტორსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა ორიენტირებული იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივმა ძალისხმევამ მოახდინოს სხვადასხვა რესურსების, გამოცდილების და შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება ზრდასრულთა განათლების ინიციატივების გავლენის საქართველოში გასაზრდელად.
გამოიკვლიეს სტრატეგიები, თუ როგორ უნდა მოხდეს მარაქეშის სამოქმედო ჩარჩოს აქტიური ხელშეწყობა საქართველოში და ხაზგასმით აღინიშნა კოორდინირებული და მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, თუ როგორ შეიძლება მარაქეშის სამოქმედო ჩარჩოში ასახული პრინციპებისა და პრიორიტეტების ეფექტური კომუნიკაცია და ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და პრაქტიკაში.
2023 წლის ნოემბერში ჩატარებული ღონისძიებები არა მხოლოდ ცოდნის გაცვლის პლატფორმად იქცა, არამედ საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების გაერთიანებით სამომავლო თანამშრომლობით მცდელობებს. მიმდინარე ძალისხმევა დიალოგის და პროცესების ერთობლივი დაგეგმარება უზრუნველყოფს მდგრად და ეფექტურ სამომავლო ქმედებებს მარაკეშის ჩარჩო პრიორიტეტების განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნული მოვლენების წარმატებული კულმინაციის შემდეგ, მიღწეული იქნა თანმიმდევრული ეტაპი - საქართველოსთვის მარაკეშის სამოქმედო ჩარჩოს განხორციელების ანგარიშის მომზადება. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი მზად არის ქვეყანაში ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ტრანსფორმაციული ეპოქის დასაწყებად.
ანგარიში წარმოადგენს კულმინაციას მარაქეშის სამოქმედო ჩარჩოს პრაქტიკული განხორციელების ანალიზისა და რეფლექსიის შესახებ ქართულ კონტექსტში. იგი იკვლევს ნიუანსურ დინამიკას, გამოწვევებსა და წარმატებებს, რომლებიც წარმოიქმნება ჩარჩოს პრინციპების ქმედით ინიციატივებად გარდაქმნის პროცესში.
ანგარიში წარმოადგენს კულმინაციას მარაქეშის სამოქმედო ჩარჩოს პრაქტიკული განხორციელების ანალიზსა და განხილვას საქართველოში. იგი იკვლევს ნიუანსებს, გამოწვევებსა და წარმატებებს, რომლებიც ჩარჩოს პრინციპების ქმედებით წარმოიქმნება.
ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში ზრდასრულთა სწავლისა და განათლების ამჟამინდელი მდგომარეობის ჰოლისტიკური ხედვა. ეს მოიცავს არსებული ძლიერი მხარეების, გამოვლენილი ხარვეზებისა და სფეროების შესწავლას, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ ყურადღებას და განვითარებას.
აღრნიშნული ანგარიში წარმოადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის კარგად სტრუქტურირებულ შინაარსში თავმოყრილია საკვანძო მნიშვნელობის მიგნებები, პრაქტიკული გამოცდილებები და ახლი პრიორიტეტები. იგი ნათლად წარმოაჩენს საქართველოში ALE-ს მიმართულებას და იძლევა ღირებულ ინფორმაციას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას.