ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრი საქართველოში

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2022 წლის 10 დეკემბერს გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი). ცენტრი დაარსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით კასპის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია ©მელიტა ფაჩულია

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია ©მელიტა ფაჩულია

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია ©მელიტა ფაჩულია

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია ©მელიტა ფაჩულია

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2022 წლის 10 დეკემბერს გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი). ცენტრი დაარსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით კასპის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

DVV International საქართველოს ოფისი 2006 წლიდან არის ჩართული ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაფუძნებაში საქართველოში. ცენტრები დაფუძნებულია გერმანული სახალხო უნივერსიტეტების გამოცდილებასა და მეთოდოლოგიაზე, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ დროისთვის ზრდასრულთა განათლების ცენტრები ახალციხეში, ახალქალაქში, კოდაში, შაუმიანში, სენაკში, ჯვარში, ლელიანში, ქედაში, ჩოხატაურში, ამბროლაურში, ხარაგაულსა და ხონში წარმატებით ფუნქციონირებს და მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებს ახორციელებს, რაც ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დასაქმების გაზრდასა და საზოგადოებაში სოციალური და ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაუმჯობესებას. ზრდასრულთა განათლების ცენტრები თემებშია დაფუძნებული და მათ საჭიროებებზეა მორგებული. ზუსტად ამიტომ ისინი სწრაფად პასუხობენ პიროვნებებისა და საზოგადოების წინაშე მდგარ ცვლილებად საჭიროებებსა და ახალ მოთხოვნებს, რაც ასე მნიშვნელოვანია გლობალიზაციის, დიგიტალიზაციის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და მუდმივი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში.  ზრდასრულთა განათლების ჰოლისტური  მიდგომის საფუძველზე, ცენტრები მონაწილეებს სთავაზობენ ზრდასრულთა განათლების მრავალკომპონენტიან პაკეტს (ALP), რომელიც მოიცავს: პიროვნული განვითარების პროგრამას, პროფესიულ განათლებას, განათლებას კულტურის სფეროში, სამოქალაქო განათლებას, ფინანსურ წიგნიერებას,  ახალგაზრდების, სპორტისა და ჯანმრთელობის პროგრამებს. 2006-2021 წლებში ცენტრებში ბენეფიციართა რაოდენობამ 200 000-ზე მეტს მიაღწია.

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International საქართველოს ოფისის მიერ დაარსებული მე-14 ცენტრია.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქ-ნი სარა ზიელონკა, პირველი მდივანი, საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკური და პრესის დეპარტამენტის უფროსი, ქ-ნი თამარ ქიტიაშვილი, უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ბ-ნი ვახტანგ მაისურაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN), საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კასპის თემის წევრები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კომპიუტერის, ჭრა-კერვის, კულინარიის, ჭიქაზე მხატვრობის, უცხო ენების კურსებისა და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეები.

ქ-მა ზიელონკამ ხაზი გაუსვა ზრდასრულთა განათლების როლს საქართველოში და მადლობა გადაუხადა DVV International-ს გაწეული ძალისხმევისთვის. მან ასევე აღნიშნა ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობა საქართველოს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დოქტორმა ტომას ლიხტენბერგმა, DVV International-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ხაზი გაუსვა კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის მნიშვნელობას და ცენტრს წარმატებები უსურვა. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ბ-მა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა DVV International-ს კასპში ცენტრის გახსნისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ცენტრის საქმიანობისთვისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის.

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნა გაშუქდა ადგილობრივ მედიაში.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.