საქართველოში ახალი ზრდასრულთა ცენტრი გაიხსნა

DVV International-ის საქართველოს ოფისმა ხარაგაულში მეთერთმეტე ზრდასრულთა განათლების ცენტრი გახსნა.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის ცერემონია ©ავთო დოლიძე

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ©ავთო დოლიძე

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნა ©ავთო დოლიძე

24 აპრილს, DVV International-ის საქართველოს ოფისმა გახსნა ახალი ზრდასრულთა განათლების ცენტრი იმერეთში, კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

2006 წლიდან, პროექტის დაარსებიდან დღემდე, DVV International-ის საქართველოს ოფისმა თერთმეტი ზრდასრულთა განათლების ცენტრი გახსნა. ცენტრები აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თემის წევრების ცხოვრებაში და ყოველწლიურად, საშუალოდ 20000-მდე ადამიანი იღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო მომსახურებას (მაგალითად, ბენეფიციართა რაოდენობამ 2018 წელს 24000-ს მიაღწია), რომლის მხარდაჭერები არიან DVV International-ი, საერთაშორისო დონორები და ადგილობრივი თვითმმართველობა

ხარაგაულის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერთ ქნირში. „საქართველო და გერმანია თანამშრომლობს მრავალ სფეროში, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო მიმართულებით და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს მსგავსი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი ხარაგაულში“, - განაცხადა ელჩმა. „ამ ცენტრის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის და ასევე, რეგიონის განვითარებისთვისაც. მსგავსი ურთიერთობები მნიშვნელონია გერმანიისთვისაც, რადგან ჩვენ აქ ახალ მეგობრებს ვიძენთ, ვქმნით ახალ ურთიერთობებს და თანამშრომლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ. მე მინახავს როგორ მუშაობენ DVV International-ის მიერ დაფუძნებული მსგავი ცენტრები და მე ვიცი, რომ ეს ცენტრები მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მოსახლეობას. ამ ცენტრებში სტუდენტები მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც მათ სჭირდებათ. გერმანიაში მსგავს საგანმანათლებლო ცენტრებს დიდი ტრადიცია აქვთ. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში აღნიშნეს სასწავლო ცენტრების 100 წლისთავი. სასწავლო ცენტრების დაარსების იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ  გვქონოდა კარგი სკოლები, კარგი უნივერსიტეტები და საზოგადოებრივი საგანმანათლებლო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მოემსახურებოდა მოქალაქეებს“. აღნიშნა ელჩმა.

DVV international-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ქალბატონი მაია ავრამოვსკა, DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ქალბატონი ლალი სანთელაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ნიკოლოზ თოფურიძეც, ასევე, მიესალმნენ მოსახლეობას. მათ ხაზი გაუსვეს სიცოცხლის ბოლომდე სწავლისა და ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის განათლების მიღების მნიშვნელობას. აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრები გერმანული ზრდასრულთა განათლების სკოლების (VHS) მსგავსად ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი თემისა და სრულიად ქვეყნის განვითარებაში. 

სტუმრებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს და ასევე სხვა ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტებს, რომელიც DVV International  საქართველოს ოფისის მიერ არის გახსნილი.

ახალი ცენტრის გახსნა ფართოდ აისახა სხვადასხვა მედიაში, მათ შორის რადიო, ტელევიზია, გაზეთები და სოციალური მედია:

https://www.youtube.com/watch?v=xq1aqrDrjd0&feature=youtu.be

https://www.bm.ge/ka/video/zrdasrulta-ganatlebis-centrebi/12815/

https://www.facebook.com/radioimedi/videos/350913885630542/

 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.