ისტორიის ონლაინ ბანაკი იწყება 21 ოქტომბერს

ისტორიის ონლაინ ბანაკი სახელწოდებით „ნუ გაიხედავ უკან გაბრაზებით! მტკივნეულ წარსულთან გამკლავება“ აერთიანებს ოთხი ქვეყნის გამარჯვებულებს.

ისტორიის ონლაინ ბანაკი 2020 ©კოერბერის ფონდი/ჰაიდი ბარტში

ისტორიის ონლაინ ბანაკი სახელწოდებით „ნუ გაიხედავ უკან გაბრაზებით! მტკივნეულ წარსულთან გამკლავება“ აერთიანებს ოთხი ქვეყნის გამარჯვებულებს. ახალგაზრდები ბელორუსიიდან, მოლდოვიდან საქართველოდან, და უკრაინიდან შეიკრიბებიან ონლაინ სესიებზე ექვსი ინტენსიური კვირის განმავლობაში ოჯახის, ადგილობრივი ისტორიის საკითხებისა და მათი დღევანდელობაზე გავლენის გამოსაკვლევად და განსახილველად.

ამ მშფოთვარე პერიოდში მონაწილეები მოუთმენლად ელიან თავის თანატოლებთან შეხვედრას პროექტის პარტნიორი ქვეყნებიდან. ბელორუსიის ამჟამინდელმა პოლიტიკამ გააძლიერა იმის შეგნება, რომ აწმყო გარდაიქმნება მომავალ ისტორიად, რამაც გაზარდა წარსულის რთულ ვითარებებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანების მიერ განცდილი და გადალახული ისტორიების გაზიარებისა და ასახვის სურვილი.

მონაწილეები შეისწავლიან მტკივნეული წარსულს ოჯახის მეხსიერების ჭრილში. თეორიული ცოდნით, მხატვრული მიდგომებით და თხრობის ციფრული საშუალებებით აღჭურვილები გაეცნობიან ოჯახის მრავალფეროვან მეხსიერებას, რომელიც ზოგჯერ თანხვედრაშია და ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთ ამბავს. ინტერვიუების, აუდიო ჩანაწერების და ოჯახის წევრების ძველი ნივთების, ფოტო არქივების შეგროვების საშუალებით მონაწილეები გაუყვებიან თავიანთი წარსულის კვალს აწმყოს უკეთ გასაგებად.

მათი შემოქმედებითი შედეგები წარმოდგენილი იქნება 2020 წ. 28 ნოემბერს შემაჯამებელ სესიაზე.

ისტორიის წლევანდელი ონლაინ ბანაკის მთავარი მიზანია, საერთაშორისო გაცვლისა და დიალოგის ექვსი სათავგადასავლო და შთაბეჭდილებებით მდიდარი კვირის არა გაბრაზებით, არამედ, სიხარულით გახსენება, რაც ახალი გამოცდილება იქნება ყველა მონაწილისთვის.

ისტორიის ონლაინ ბანაკი ორგანიზებულია კოერბერის ფონდის (Körber-Stiftung) მიერ. ის განუყოფელი ნაწილია პროექტისა „ისტორიის კონკურსი ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“. ისტორიის კონკურსის ადგილობრივი პარტნიორები არიან EUSTORY-ის წევრები Historica (ბელორუსი), საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) (საქართველო), მოლდოვის ახალგაზრდა ისტორიკოსთა ეროვნული ასოციაცია (ANTIM) და ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა მასწავლებლების ასოციაცია NOVA DOBA (უკრაინა). გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტისა (DVV International) და კოერბერის ფონდის (Körber-Stiftung) ერთობლივი პროექტი პროექტი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.