17 დეკემბერს, DVV International თბილისისი ოფისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერების მიმართულების სტუდენტები ეწვივნენ, რომლებიც ზრდასრულთა განათლების საკითხით არიან დაინტერესებულნი. ვიზიტის ორგანიზებას ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან სანაძემ გაუწია. შეხვედრის მიზანი, სტუდენტებისთვის, ორგანიზაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული საქმიანობის გაცნობა იყო. პრეზენტაციას DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე და პროექტის კოორდინატორი დავით ჯიქია უძღვებოდნენ.
პრეზენტატორებმა, სტუდენტებს, ორგანიზაციის საქმიანობის, სამოქმედო გეგმისა და მიმდინარე, თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. სტუმრებმა, ასევე სათემო განათლების ცენტრების დაარსებისა და მათი საქმიანობის შესახებაც გაიგეს. პრეზენტაციის პროცესში, გაიმართა ვიდეო ჩვენება, სადაც DVV International-ის საქმიანობა იყო წარმოჩენილი.
პრეზენტაციის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. დასასრულს, დამსწრეებს, DVV International-მა პროექტის ფარგლებში გამოცემული ბეჭდური პუბლიკაციები გადასცა.