DVV International საქართველოს ოფისი, ყოველწლიურად, ორგანიზებას უწევს სასწავლო ვიზიტებს, რაც მიზნად ისახავს, ზრდასრულთა განათლების სფეროში, ახალი კომპეტენციების, უნარებისა და ცოდნის გამდიდრებას და განვითარებას. წლევანდელი ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, კერძოდ, კი დედაქალაქ ზაგრებსა და ქალაქ სამობორში ჩატარდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მასპინძელი ორგანიზაცია გახლდათ, ხორვატიის პროფესიული განათლების, მომზადებისა და ზრდასრულთა განათლების სააგენტო (AVETAE), რომელსაც ვიზიტის პირველივე დღეს ესტუმრნენ მონაწილეები. AVETAE 2010 წელს დაარსდა ხორვატიის რესპუბლიკის მიერ, ხორვატიაში პროფესიული და ზრდასრულთა განათლების სისტემის დაგეგმვის, განვითარების, ორგანიზების, მონიტორინგისა და გაუმჯობესების მიზნით. მომდევნო დღეებში, შეხვედრები, გაიმართა ხორვატიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც პრეზენტატორები იყვნენ ზრდასრულთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი დავორკა შმიდტი და ხორვატიის საკვალოფიკაციო ჩარჩოს დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი იოსიპა ჩეშნოვარი. პრეზენტაცია მოიცავდა, ხორვატიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის მუშაობის ძირითადი პრინციპების გაცნობას, განათლების სამინისტროს როლს ზრდასრულთა განათლებაში და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიმოხილვას. ჯგუფის წევრებმა მოინახულეს, ალგებრის უნივერსიტეტი, უდიდესი საუნივერსიტეტო დაწესებულება ხორვატიაში, რომელიც წარმოადგენილია ხორვატიის 20-ზე მეტ ქალაქში. გარდა, უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამებისა, ზრდასრულ ადამიანებს სთავაზობს სემინარებსა და მოკლევადიან კურსებს. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულთა განათლება იყო ფუძემდებელი შემდგომში მათი ფართომაშტაბიანი საქმიანობისა, რამაც, ზრდასრული ადამიანების გარდა, მოიცვა სტუდენტები და ბავშვები. “Craft College” - ხელოსანთა კოლეჯი, ზრდასრულთა საგანმანათლებლო დაწესებულება - მისი როლი არის პროფესიული განათლების შეთავაზების უწყვეტი განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებებზე დაყრდნობით, პროფესიული განათლების დაკავშირება ეკონომიკასთან და რეგიონულ განვითარებასთან და საკონსულტაციო როლის აღება რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კომპანიებისთვის. გაეცნენ აგრეთვე, ხორვატიის ანდრაგოგიგის საზოგადოების საქმიანობას, რისი წარდგენაც ფანტასტიურად და დიდი ენთუზიაზმით გამოუვიდა დოქტორ ტიჰომირ ჟილიაკის - ზრდასრულთა განამანათლებელს. სასწავლო ვიზიტორთა ჯგუფი შეხვედრის ბოლო დღეს, სამაბორის საჯარო ღია სკოლას ესტუმრნენ. დასაწყის გაცნობითი ხასიათის აქტივობა ჩატარდა, სადაც მონაწილეებს, პრეზენტატორთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდათ „ძაფის გადაცემის“ პრინციპით ერთმანეთს გაცნობოდნენ და შეექმნათ ქსელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზრდასრულთა განათლებაში ჩართული ორგანიზაციებისთვის.
შეხვედრებისას, დრო ეთმობოდა დისკუსიებს და იკვეთებოდა ხორვატიის რესპუბლიკასა და საქართველოს ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემებს შორის, როგორც საერთო, ისე განმასხვავებელი ნიშნები, ამით სასწავლო ვიზიტი, კიდევ უფრო მეტად საინტერესო და ინფორმატიული გახდა, მასპინძელი და სტუმარი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული უნარების სააგენტომ, ზრდასრულთა განათლების ქსელისა და ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორებმა და DVV International საქართველოს ოფისის წარმომადგენელებმა.