DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, განათლების სფეროში მომუშავე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თბილისში, ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგები, რომლის თემა გახლდათ, “ზრდასრულთა განათლება საქართველოში: მეთოდები, სტრატეგია, მიდგომები. DVV International-ის გამოცდილება საქართველოში“.
ტრენინგის პროგარმა შეიცავდა DVV International-ის მიერ დაარსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკების, სტრატეგიის და მეთოდების, ხარისხისა და შეფასების ჩათვლით გაზიარებას. აქცენტი გაკეთდა შემდეგ ორ პროდუქტზე: „ზრდასრულთა განათლების პაკეტი (ALP) და სწავლა ინტეგრაციისა და დასაქმებისთვის (LIE)“.
ტრენინგების სესიები დატვირთული იყო სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობებით, როგორიცაა ტვინების შტურმირება, როლური თამაშები, ჯგუფური სამუშაოებები, დავალებები პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე, ასევე, სწავლა თანატოლებისგან, შემთხვევის შესწავლა და დისკუსიები.
მონაწილეთა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი, რომ გამოიყენებს DVV International-ის პრაქტიკას თავიანთ ყოველდღიურ სასწავლო გარემოში.
აღნიშნულ, ტრენინგებზე სულ მონაწილეობა მიიღო 108 ადამიანმა, 58 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.