გერმანიის ელჩის ვიზიტი ბოლნისის ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრში

გერმანიის ელჩის ვიზიტი ბოლნისის ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრში ©ირმა ზურაბაშვილი
გერმანიის ელჩის ვიზიტი ბოლნისის ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრში ©ირმა ზურაბაშვილი
გერმანიის ელჩის ვიზიტი ბოლნისის ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრში ©ირმა ზურაბაშვილი

2022 წლის 1 ოქტომბერს, მისი აღმატებულება გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და მისი მეუღლე ქალბატონი მარია დელ კარმენ ფიშერი ეწვივნენ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს, რომელიც დაარსდა და მხარდაჭერილია DVV International-ის მიერ 2020 წლიდან. ელჩმა მოინახულა პროფესიული და პიროვნული განვითარების საგანმანათლებლო რამდენიმე კურსი და გაესაუბრა ბენეფიციარებსა და მასწავლებლებს. მისმა აღმატებულებამ გამოხატა დიდი ინტერესი DVV International-ის საქმიანობის მიმართ საქართველოში და გამოთქვა სურვილი ეწვიოს DVV International-ის ცენტრებს ქვეყნის სხვა რეგიონებში.