ოქტომბერში ჩატარდა კიდევ ერთი სემინარი 12 მუნიციპალიტეტის მონაწილეობით სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებიდან. სემინარს უძღვებოდა DVVI ბოსნია – ჰერცეგოვინის ოფისის დირექტორი, ბატონი ემირ ავდაგიჩი.
სემინარის პროგრამა შეიმუშავა DVVI საქაეღველოს– ს მიერ ჩატარებული კვლევის „ზრდასრულთა განათლების შესახებ ცნობიერება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მხრიდან“ შედეგების საფუძველზე. მონაწილეებთან ერთად განხილული იქნა შემდეგი თემები: ზრდასრულთა განათლება: განმარტება, მნიშვნელობა, ფუნქციები და ფორმები; ზრდასრულთა განათლების სისტემა: მაგალითები გერმანიიდან, სლოვენია და ბოსნია და ჰერცეგოვინიდან; ზრდასრულთა განათლების ცენტრები, როგორც ადგილობრივი თემების განვითარების ინსტრუმენტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ სავარჯიშოებს: ბატონი ავდაგიჩისს დახმარებით მონაწილეებმა გააკეთეს SWOT ანალიზი ზრდასრულთა განათლების სექტორში არსებული ვითარების შესახებ რეგიონებში და განიხილეს მისი მასშტაბის გაზრდის პოტენციური გზები. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ გაეანალიზებინათ ვითარება ზრდასრულთა განათლების ცენტრების მენეჯერების პოზიციიდან. ეს მათ ძალიან დაეხმარა შემდეგი რთული თემის განხილვაში: ზრდასრულთა განათლების დაფინანსება: ხარჯი თუ ინვესტიცია? მონაწილეთა უმრავლესობამ ხაზი გაუსვა ზრდასრულთა განათლების დაფინანსების მნიშვნელობას, და შეაფასეს იგი როგორც ინვესტიციაა მთელი ქვეყნის მდგრად განვითარებაშ9, რეგიონებისა და მთელი ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
მონაწილეებმა სემინარი შეაფასეს როგორც დროული და სასარგებლო. ამავე დროს მათ დაასახელეს თემები და მიმართულებები, რომლების ჩართვა სასურველია შესაძლებლობების განვითარების პროგრამაში მომავალში.