საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) არის DVV International-ის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში. GAEN არის ქოლგა ორგანიზაცია 15 ზრდასრულთა სწავლისა და განათლების ცენტრისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაარსებული DVV International-ის მიერ. GAEN -ი ყოველი წლის ბოლოს მასპინძლობს ყოველწლიურ ღონისძიებას მისი წევრი ორგანიზაციების განახლების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს ზრდასრულთა განათლებაში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე და აღნიშნავს იმ ადამიანთა წვლილს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოში არსებული სექტორების ზრდაში. წელს GAEN-მა ასევე აღნიშნა 10 წლის იუბილე.
ღონისძიება 2024 წლის დეკემბერში გორში გაიმართა.
მონაწილეობა მიიღეს GAEN-ის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ბაბალშვილმა, ქ-ნ ლალი სანთელაძემ, DVV International- ის კავკასიისა და სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა დოქტორ ტომას ლიჰტენბერგმა, ცენტრებთან და ბენეფიციარების თანამშრომლეთან ერთად.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ‘’წლის საუკეთესო“ კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვების ცერემონიალი ოთხი კატეგორიით: წლის საუკეთესო ტრენერი გადაეცა ტრენერს ახალციხის ცენტრიდან, წლის საუკეთესო ბენეფიციარი იყო ამბროლაურის ცენტრიდან, საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტის ჯილდო გადაეცა ქედის მუნიციპალიტეტს, ხოლო 2024 წლის საუკეთესო ცენტრად დასახელდა ლელიანი.