საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერის ვიზიტი ქედის სათემო განათლების ცენტრში

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერი

ქედის სათემო განათლების ცენტრი გაიხსნა DVV International-ის პროექტის ფარგლებში და წარმატებით ფუნქცუიონირებს აჭარის რეგიონში 2012 წლიდან. ცენტრი ყოველწლიურად 2000 ბენეფიციარს სთავაზობს მრავალკომპენტიან  ზრდასრულთა განათლების პაკეტს, რომელიც მოიცავს, პიროვნული განვითარების, პროფესიული, სამოქალაქო, ფინანსურ, კულტურულ განათლებას, ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამას.

12 ნოემბერს ქედის სათემო განათლების ცენტრს ეწვია ბატონი პიტერ ფიშერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ბატონი ჯაბა ფუტკარაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი როლანდ ბერიძე.

ბატონმა პეტერ ფიშერმა დაათვაალიერა ქედის სათემო განათლების ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო კურსები, ესაუბრა კურსების მსმენელებს და ტრენერებს. მოისმინა მათი არაერთი წარმატებული ისტორია და სერტიფიკატები გადასცა  კურსდამთავრებულებს.

ბატონმა ელჩმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ქედის სათემო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ შემოდგომის ფესტივალში, რომელშიც ჩართულები იყვნენ ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა, ტრენერები, ბენეფიციარები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები და ორგანიზაციის მოხალისეები.

ბატონმა პეტერ ფიშერმა  აღნიშნა, რომ, „არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, რა ასაკის ხარ, რა განათლების, მთავარია სწავლა, შრომისმოყვარეობა, მუდმივად სწრაფვა სიახლეებისკენ და გამოყენება იმ შესაძლებლობების, რომელსაც ასეთი ორგანიზაციები (არაფორმალური განათლების ხელშემწყობი) გთავაზობთ".

აღნიშნული, ფესტივალი გააშუქა აჭარის ტელევიზიამ.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.