გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის მიერ დაარსებული გივი მარგველაშვილის სახელობის მე-6 პრიზი

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ძალიან განსაკუთრებულ ადგილას.

გივი მარგველაშვილის პრემიის გამარჯვებული ქ-ნი ნაირა გელაშვილი (ცენტრში), თბილისში გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის წარმომადგენლებთან, მის აღმატებულება გერმანიის ელჩთან საქართველოში, ბ-ონ ჰუბერტ ქნირშთნ (მარცხნიდან მესამე) და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პავილიონის სხვა სტუმრებთან ერთად 2018 წლის 10 ოქტომბერს. ©ლელა მათიაშვილი

2018 წლის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის დაჯილდოების ადგილი გამორჩეული იყო. იგი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ პავილიონში გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში, ქართველ მწერალს, გერმანისტსა და მთარგმნელს ქ-ონ ნაირა გელაშვილს, ქართულ-გერმანული კულტურის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის, გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის საქართველოს ოფისის ერთობლივი პრემია გადაეცა.

ქ-ონი გელაშვილის მიღწევებზე ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა გერმანელმა გამომცემელმა, ბ-მა იორგ ზუნდერმაიერმა; თბილისში გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ქ-მა ბარბარა ფონ მიუნჰაუზენმა და გერმანელ-ქართველმა ავტორმა და ფილოსოფოსმა, ბ-მა გივი მარგველაშვილმა, ვის სახელსაც ატარებს აღნიშნული პრემია. ბოლოს კი, DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, მაია ავრამოვსკამ საზეიმოდ გადასცა ჯილდო ქ-ონ ნაირა გელაშვილს. პრემიის გადაცემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის დამსწრეთა წინაშე მოხდა, რომელთა შორის იყო მისი აღმატებულება გერმანიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი ჰუბერთ ქნირში.   

შემდეგი დაჯილდოება გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით, გაიმართება 18 დეკემბერს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისში. დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვლენ: კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი, ბ-ნი ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი, ბ-ნი გიორგი ლობჟანიძე. 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.