გივი მარგველაშვილის სახ. პრემიის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი 2018 წელს გერმანისტი, გერმანული ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი და მწერალი ნაირა გელაშვილი გახდა.

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი 2018 წელს გერმანისტი, გერმანული ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი და მწერალი ნაირა გელაშვილი გახდა.

საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 2018წლის 13ოქტომბერს, 15:30 საათზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ პავილიონში, ხოლო, თბილისში - 2018 წლის ბოლოს საქართველოს მწერალთა სახლში.

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და DVV International-ი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიას უკვე მეექვსედ გასცემენ.

ნაირა გელაშვილის სახელს უკავშირდება ფრიდრიჰ ჰიოლდერლინის პოეზიის, ნოვალისისა და რაინერ მარია რილკეს პროზისა და ლირიკის, ელზე ლასკერ-შიულერის, გეორგ თრაკლის, გეორგ ჰაიმის და სხვათა ლექსების შესანიშნავი თარგმანები; ასევე, მონოგრაფიები ჰიოლდერლინის, ნოვალისის, რილკეს, პაულა მოდერზონ-ბეკერის შესახებ;მარტინ ჰაიდეგერის, თომას მანისა და ჰერმან ჰესეს ვრცელი ესეების თარგმანი; ნაირა გელაშვილის მეცნიერული რედაქციით გამოცემულია რ.მ. რილკეს თხზულებათა ხუთტომეული.

ნაირა გელაშვილის გახლავთ მწერალ გივი მარგველაშვილის პირველი მთარგმნელი ქართულად (ლექსები, მინიატიურები, პიესები, ფილოსოფიური ნაშრომები), მისი პირველი ბიოგრაფოსი, რეცენზენტი და გამომცემელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით (და დაფინანსებით) გამოცემულია გივი მარგველაშვილის ფილოსოფიური და ენათმეცნიერული თხზულებების ხუთტომეული.

გერმანიაში გამოცემულია ნაირა გელაშვილის მიერ გერმანულად დაწერილი დოკუმენტური წიგნი „საქართველო-სამოთხე ნანგრევებში“(1993, აუფბაუ-ფერლაგი) და ქართული მოთხრობის ანთოლოგია გერმანულად ვრცელი კრიტიკული მიმოხილვით (2000, ზურკამპ ფერლაგი). ასევე, რომანი „მე ის ვარ“ და ნოველა „მივემგზავრები მადრიდს“.      

ამგვარად, სიმბოლურია ნაირა გელაშვილის 2018 წელს, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება, გივი მარგველაშვილის პრემიით დაჯილდოება.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.