2018 წლის 22 ივნისს, საქართველოს მწერალთა სახლში მიმდინარე წლის ისტორიის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენას დაეთმო. ღონისძიება ინიიცირებული და განხორციელებული იყო DVV International-ისა და მისი ადგილობრივი პარტნიორების ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა (იმსა) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) მიერ. დაახლოებით 70 დამსწრეს წინაშე გამოვლინდა სამი გამარჯვებული თბილისისა და ქუთაისის სხვადასხვა სკოლიდან და გადაეცათ ჯილდოები. სერტიფიკატები გადაეცა სამ მოსწავლესაც, რომლებმაც საკონკურსო ნაშრომად ვიდეორგოლი წარადგინეს, და ასევე, მასწავლებელსაც სვანეთიდან, მოსწავლეებისათვის აქტიური მხარდაჭერისთვის.
ისტორიის საერთაშორისო ბანაკი ბერლინში
ახლა კონკურსის ათ მონაწილეს შეუძლია შეავსოს განაცხადი ისტორიის საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობის თაობაზე, რომელიც ორგანიზებულია გერმანული ორგანიზაციის კოერბერის ფონდის მიერ და გაიმართება 2018 წლის ნოემბერში.