ცხადდება 2019-2020 წლების კონკურსი ისტორიაში მოსწავლეთათვის: "მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან"

გინდათ, გაიგოთ მეტი მიგრაციული პროცესების შესახებ? გინდათ დაინახოთ ადამიანი ამ პროცესებში? გინდათ მიხვდეთ რა ისტორიები იმალება სტატისტიკის მიღმა?

გინდათ, გაიგოთ მეტი მიგრაციული პროცესების შესახებ? გინდათ დაინახოთ ადამიანი ამ პროცესებში? გინდათ მიხვდეთ რა ისტორიები იმალება სტატისტიკის მიღმა? მაშინ  უბრალოდ ჰკითხეთ თქვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს, მეზობლებს, ოჯახის მეგობრებს, ნაცნობებს, რომ გაგიზიარონ მიგრაციასთან დაკავშირებული ამბები. შეაგროვეთ ისინი, მოიძიეთ ინფორმაცია ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო თუ საოჯახო არქივებში და მიიღეთ მონაწილეობა ისტორიის კონკურსში „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“. თქვენ შეგიძლიათ, ეს ამბები გამოაგზავნო ისტორიის კონკურსზე და გახდეთ გამარჯვებული, მიიღოთ  ფასიანი საჩუქარი, ან შანსი, წახვიდეთ ბერლინში, ისტორიის ბანაკში!

მონაწილეობის პირობები:

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებს.
  • ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იქნას როგორც ინდივიდუალურად, ასევე  ჯგუფურად. ჯგუფში შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3 მოსწავლე.

რა სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნაშრომი?  

  • ესსე (2.000-3.000 სიტყვა);
  • ფოტო კოლექცია (მაქსიმ 5 ფოტო);
  • პოსტერი;
  • ანიმაცია/მცირე ვიდეო (5-10 წუთი).

ფოტო კოლექციას, პოსტერს და ანიმაცია/მცირეო ვიდეოს უნდა ერთოდეს აღწერა, მაქსიმუმ 600 სიტყვა.

რომელი ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი ნაშრომი?

  • კონკურსის ოფიციალური ენაა ქართული. თუმცა ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსული ენებზე. ორგანიზატორები თავად უზრუნველყოფენ თარგმანს.

რომელი ვებგვერდებიდან შეიძლება აპლიკაციის ფორმის ჩამოტვირთვა?

როგორ და რა ფორმით შეიძლება ნაშრომის გამოგზავნა? რომელია ბოლო ვადა?

  • ნაშრომი უნდა გამოაგზავნოთ თანდართულ აპლიკაციის ფორმასთან ერთად ელ. ფოსტის მისამართზე: historycompetition@gmail.com.
  • ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ფოსტით მისამართზე: DVV International-ის საქართველოს ოფისი, ყიფშიძის ქუჩა N 20, ბინა. 3, 0179-თბილისი, ან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ოფისი, სანდრო კავსაძის ქ. N 1, ბინა 1, 0179-თბილისი.
  • ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2020 წლის, 15 მარტი, 24:00 საათი.
  • გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება კრებულში.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით პროექტის Facebook-ის გვერდზე:

https://www.facebook.com/HistoryCompetitionInGeorgia/

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე  გამოეთიშება კონკურსს. კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, საჯაროდ გაავრცელონ ამის შესახებ ინფორმაცია!

მოსწავლის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული, ან რომელიმე სხვა ანალოგიურ კონკურსში წარდგენილი. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსის მონაწილე ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ;

პროექტის ხორციელდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) და გერმანული კოერბერის ფონდის (Körber Stiftung) ინიციატივითა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.

საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან:

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE);

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab).

პროექტი ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პატრონაჟით.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს მწერალთა სახლი

 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.