საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი DVV International საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ფუნქციონირებს 2014 წლიდან. ქსელი წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას და აერთიანებს DVV International-ის მიერ დაარსებულ ზრდასრულთა და სათემო განათლების 14 ცენტრს საქართველოს 9 რეგიონში.
2023 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა GAEN-მა, ტრადიციულად, გამართა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენას წარმოადგენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები:
- ბატონი მაიკლ გრიმი - საქართველოში გერმანიის საკონსულოს იურიდიული სამსახურის უფროსი
- დოქტორი ტომას ლიჰტემბერგი - DVV International კავკასიისა და სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორი
- თამარ ქიტიაშვილი - საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი
- ქეთი ციხისელი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კულმინაციური ნაწილი გახლდათ ‘’წლის საუკეთესონის“ კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვების ცერემონიალი.
წლის საუკეთესო ბენეფიციარი გახლდათ, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარი - ნინო ფატარიძე; წლის საუკეთესო ტრენერი, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, „დეკორატიული სუვენირების დამზადება ეპოქსიტური წებოს გამოყენებით“კურსის ტრენერი- ნანა იარალიშვილი; საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; წლის საუკეთესო ცენტრი, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ქედის სათემო განათლების ცენტრი.
გამარჯვებულებს გადაეცათ GAEN-ის პრიზები და წიგნები გამომცემლობა დიოგენესგან.