DVV International-ის მონაწილეობა უნარების კვირეულში

არაფორმალური ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება და DVV International-ის  გამოცდილება საქართველოში

2023 წლის 24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, ქ. თბილისში, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, უნარების კვირეული გაიმართა.

ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების ირგვლივ დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე ერთობლივი მსჯელობა იყო.  განხილულ იქნა პროფესიული განათლების კუთხით, ეროვნულ დონეზე წარმატებული გამოცდილება და არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. სხვადასხვა ფოკუსირებული ღონისძიებებით შემდგარი კვირეულის ბოლო დღე  ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას დაეთმო -  არაფორმალური განათლების სისტემური ინიციატივები პროფესიულ განათლებაში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე DVV International საქართველოს ოფისმა პრეზენტაცია წარადგინა, არაფორმალური ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარებაზე და DVV International-ის  გამოცდილებაზე საქართველოში. მსმენელებს მიეწოდა ინფორმაცია  ზრდასრულთა განათლების ცენტრებზე, რომლებიც ქვეყანაში არაფორმალური განათლების სისტემას ჰქმნიან, ზრდასრულთა განათლების მრავალკომპონენტაინ პაკეტზე, დამატებით სერვისებზე, ზრდასრულთა განათლების სისტემის შედეგებსა და გეგმებზე. აღინიშნა, თუ რაოდენ ბევრი თანხვედრა და ერთი ლოგიკით განვითარებული ხედვა აქვს DVV International-სა და უნარების სააგენტოს, არაფორმალური განათლების მიმართულებით.

უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ქ-ნმა თამარ სამხარაძემ,  დიდი მადლიერება გამოხატა DVV International-ის მიმართ თანამშრომლობისთვის და  მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები ზრდასრული მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, სადაც ფორმალური პროფესიული განათლების შეთავაზებები ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი. აღინიშნა   DVV-ის როლი ზრდასრულთა განათლების სპეციალისტების გადამზადებასა და მათი შესაძლებლობების გაზრდაში. "DVV გვაძლიერებს არა მარტო ინსტიტუციურად, არამედ თავისი ექსპერტიზით, მათ შორის საეართაშორისო ექსპერტიზით. ის არის ერთ-ერთი პირველი ზრდასრულთა განათლების და არაფორმალური განათლების კუთხით ჩვენს ქვეყანაში და ვართ ძალიან ამაყები თქვენთან თანამშრომლობით“, აღნიშნა ქალბატონმა თამარ სამხარაძემ.

ღონისძიების ამ დღით, ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდა არაფორმალური განათლების მნიშვნელობასა და პროფესიულ სასწავლებლებში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.