11-12 ივლისს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 ახალგაზრდული კონფერენცია - ახალგაზრდობა დემოკრატიის აღორძინებისთვის გაიმართა. DVV International საქართველოს ოფისი წარმოდგენილ იქნა პროექტით „ჩვენ ვზრუნავთ: მულტფილმები ურთიერთგაგებისა და ნდობისთვის“, რომელიც მრავალ სხვა პროექტს შორის შეირჩა საუკეთესო პრაქტიკად.
DVV International საქართველოს ოფისის პროექტი „ჩვენ ვზრუნავთ: მულტფილმები ურთიერთგაგებისა და ნდობისთვის“, დაფინანსებული გერმანიის საგარეო საქმეთა ოფისის მიერ იყო კონფერენციის სექციიდან „ახალგაზრდობა და მშვიდობის მშენებლობა: ძირითადი შეხედულებები და გაკვეთილები ახალგაზრდებისგან, რომლებიც მონაწილეობენ სამშვიდობო პროცესებში“. Covid-19-ის გამო, პროექტი განხორციელდა ონლაინ რეჟიმში 01.02.2020 - 31.11.2020. მონაწილეობა მიიღო 18-25 წლამდე 15-მა ახალგაზრდა ხელოვანმა თბილისიდან, სოხუმიდან, და ვლადიკავკაზიდან. პროექტის მიზანი იყო ხელოვნებისა და კრეატიულობისთვის პლატფორმის შექმნა და მონაწილეებისთვის უსაფრთხო საპროექტო სივრცის მიწოდება, სავსე კულტურული მრავალფეროვნებით, პატივისცემითა და პოზიტივით, სადაც მათ შეეძლოთ სოციალიზაცია და ერთმანეთისგან სწავლა. სემინარის მეთოდოლოგია მოიცავდა ტრენინგის ინოვაციურ, თანამედროვე მეთოდებს: დრამა-სწავლება (DIE); ვიზუალური წერა, ფორუმ თეატრი და ცოცხალი მოქმედების როლური თამაში (LARP). პროექტის განხორციელება მოიცავდა გუნდის მშენებლობას, ონლაინ ტრენინგებსა და ხელოვნების ვორქშოფებს. მონაწილეები ჩაერთნენ ერთობლივ სახელოვნებო საქმიანობაში, რის შედეგადაც შეიქმნა მულტფილმი “InSight.”
DVV International საქართველოს ოფისის პროექტის კოორდინატორმა ქ-მა მელიტა ფაჩულიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 ახალგაზრდულ კონფერენციაში და გააცნო პროექტი.
პროექტის პრეზენტაციას დიდი ინტერესი მოჰყვა და აქტიური დისკუსია გამოიწვია.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 ახალგაზრდული კონფერენცია - ახალგაზრდობა დემოკრატიის აღორძინებისთვის თავი მოუყარა 100-მდე მონაწილეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა დემოკრატიზაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოლიტიკის შემუშავება ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით და უფრო მშვიდობიანი და გამძლე საზოგადოებების მშენებლობისთვის ინოვაციური და ინკლუზიური მეთოდების გამოყენება.