ისტორიის კონკურსი მოსწავლეთათვის 2019-2020 წწ. თემაზე: „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“

იწყება ახალი ისტორიის კონკურსი მოსწავლეთათვის თემაზე: „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“

„მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“

ისტორიის პირველი კონკურსი საქართველოში განხორციელდა 2017-2018 წლებში გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტისა (DVV International) და გერმანული კოერბერის ფონდის (Körber Stiftung) ინიციატივით და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. კონკურსის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში ისტორიის დამოუკიდებლად კვლევის უნარ-ჩვევებისა და კრიტიკულ აზროვნების განვითარება.

პირველი კონკურსის თემა იყო: „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“. მასში მონაწილეობა მიიღო 15-18 წლის ასაკის 56-მა მოსწავლემ და გამოვლინდა სამი გამარჯვებული. ექვსი მოსწავლის ესე გამოქვეყნდა კრებულში. კონკურსის მონაწილე ოთხი მოსწავლე შერჩეულ იქნა საერთაშორისო კომისიის მიერ და მათ მონაწილეობა მიიღეს ბერლინში გამართულ ისტორიის ბანაკში. პირველი კონკურსის წარმატებით ჩატარებამ განაპირობა საქართველოს ევროპის ისტორიის კონკურსების ქსელის (EUSTORY Network) წევრობა. ამჟამად, სამი მოსწავლის კანდიდატურა გაგზავნილია ამ ქსელის მიერ ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

პირველი წარმატებული ფაზის შემდეგ, გადაწყდა პროექტის გაგრძელება 2019-2020 წლებში. ამჯერად მისი თემაა: „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“. კვლევისა და საკონკურსო ნამუშევრების მომზადების პროცესში, სკოლის მოსწავლეებს ხელმძღვანელობას გაუწევს ისტორიისa და სამოქალაქო განათლების 100-ზე მეტი მასწავლებელი, რომლებიც 2019 წლის ოქტომბერში გაივლიან სპეციალურ მომზადებას. ტრენინგი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მასწავლებლებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, გაიღრმავონ ცოდნა მიგრაციული პროცესების შესახებ, გაეცნონ მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს, გაანალიზონ მიგრაციული პროცესების როლი ისტორიაში და მათი გავლენა საზოგადოებრივ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მიიღონ ყველა საჭირო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია მოსწავლეთათვის მენტორობის გასაწევად.

მეორე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის მაისში. პროექტი საქართველოში კულმინაციას 2020 წლის ივნისში მიაღწევს, როდესაც პრიზების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება თბილისში. ოთხი საუკეთესო მოსწავლე კვლავ მიიღებს მონაწილეობას ბერლინის ისტორიის ბანაკში. ასევე, ოთხი საუკეთესო მასწავლებელი დაესწრება მენტორთა საერთაშორისო შეკრებაზე.

პროექტის შესახებ დაგეგმილია დოკუმენტური დოკუმენტური ფილმის გადაღება.

საქართველოს მხრიდან, პროექტის პარტნიორები არიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) და საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია (GAHE).

პროექტი ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პატრონაჟით.

პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს მწერალთა სახლი.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.