ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრი საქართველოში

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის (ქვემო ქართლის რეგიონი) ოფიციალური გახსნის ცერემონია 2021 წლის 8 ოქტომბერს ბოლნისში გაიმართა.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია ©მელიტა ფაჩულია

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია ©მელიტა ფაჩულია

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია ©მელიტა ფაჩულია

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის (ქვემო ქართლის რეგიონი) ოფიციალური გახსნის ცერემონია 2021 წლის 8 ოქტომბერს ბოლნისში გაიმართა.

DVV International საქართველოს ოფისი 2006 წლიდან არის ჩართული ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაფუძნებაში საქართველოში. ამ დროისთვის ზრდასრულთა განათლების ცენტრები ახალციხეში, ახალქალაქში, კოდაში, შაუმიანში, სენაკში, ჯვარში, ლელიანში, ქედაში, ჩოხატაურში, ამბროლაურში, ხარაგაულსა და ხონში წარმატებით ფუნქციონირებს და მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებს ახორციელებს, რაც ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დასაქმების გაზრდასა და საზოგადოებაში სოციალური და ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაუმჯობესებას. 2006-2021 წლებში ცენტრებში ბენეფიციართა რაოდენობამ 200 000-ზე მეტს მიაღწია.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International საქართველოს ოფისის მიერ დაარსებული მე-13 ცენტრია. 

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მისი აღმატებულება გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერთ ქნირში, ქალბატონი ლიდია ქრისტმანი, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, გერმანიის საელჩო საქართველოში, ბატონი უვე გარტენშლეგერი, DVV International-ის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ბეტინა ბრანდი, DVV International-ის აღმოსავლეთ სამეზობლოს, კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების უფროსი ოფიცერი,  ქალბატონი მაია ავრამოვსკა, DVV International-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, თურქეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წარმომადგენლები და დირექტორები ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრიდან საქართველოში. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ კომპიუტერის, შედუღების, ხეზე კვეთის, მშენებლობის, ხელნაკეთი სუვენირების, თექის, ჭრა-კერვის, კულინარიის, მოზაიკის კურსებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. ამასთანავე, შეეძლოთ სტუდენტებისგან გაეგოთ მათი გამოცდილებისა და გეგმების შესახებ.

მისი აღმატებულება გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერთ ქნირშმა, ხაზი გაუსვა ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობას საქართველოში და მადლობა გადაუხადა DVV International-ს გაწეული ძალისხმევისთვის. მან აღნიშნა მოქალაქეების ინტერესი ზრდასრულთა განათლების ცენტრების მიმართ და მათი ჩართულობა აქტივობებში, რომლებიც ემსახურება რეგიონების განვითარებას. DVV International-ის დირექტორის მოადგილემ ბატონმა უვე გარტენშლეგერმა, ასევე, მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ხაზი გაუსვა ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის მნიშვნელობას და ცენტრს წარმატებები უსურვა.

სიტყვით გამოსვლებს მოჰყვა GAEN-ის მიერ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის სერტიფიკატების მინიჭების ცერემონია და შეხვედრა DVV International-ის  წარმომადგენლებსა და GAEN-ისა და ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრის დირექტორებს შორის. სტუმრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს, ისევე, როგორც DVV International-ის მიერ საქართველოში დაარსებულ სხვა ცენტრებს.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნა გაშუქდა ადგილობრივ, რეგიონულსა და სოციალურ მედიაში.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.