27-29 ნოემბერს თბილისში, DVV International საქართველოს ოფისის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას, 3 დღიანი ტრენინგი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზრდასრულთა განათლების განყოფილების თანამშრომლებისთვისა და საქართველოს პროფესიული კოლეჯების ზრდასრულთა განათლების (AE) კოორდინატორებისთვის.
ტრენინგში სულ 20-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც უძღვებოდა ტრენერთა ჯგუფი: ქ-ნი სალომე მაკარიძე, ქ-ნი თამარ გრიგოლავა და ქ-ნი ნინო ვახანია. ტრენინგი დაიგეგმა, როგორც 2020 და 2021 წლებში ჩატარებული ტრენინგების სერიის გაგრძელება. ამჯერად ის განათლების ბაზრის ანალიზს, ასევე, პოტენციური დამსაქმებელთა ბაზრების შეფასებას, მათ ურთიერთკავშირს, თანამშრომლობასა და ერთობლივი ინიციატივებისა და პროგრამების განხორციელებას დაეთმო. ტრენინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო მონაწილეთა ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარის განვითარება, რაც მათ ყოველდღიურ მუშაობაში სჭირდებათ ზრდასრულთათვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას. ჩვეულებისამებრ, ტრენინგმა ზრდასრულთა განათლების პროფესიონალებისთვის მოიცვა თეორიული სესიებისა და პრაქტიკული დავალებების, ინდივიდუალური პრეზენტაციებისა და ჯგუფური მუშაობის შერეული ფორმატი, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეთა პოზიტიური განწყობის, ენერგიისა და მაღალი ჩართულობის შენარჩუნებას.
„კვლევის წესის, მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შესახებ მივიღე ამომწურავი ინფორმაცია, რაც ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ცოდნას წარმოადგენს. სრული გულწრფელობით მინდა აღვნიშნო ტრენერების პროფესიონალიზმის შესახებ, სწორედ მათი დამსახურებით გახდა ტრენინგი ასეთი ნაყოფიერი,“ - ბ-ნი ირაკლი მირუაშვილი, კოლეჯი „განთიადი.“