ზრდასრულთა განათლების როლი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა ამ გამოწვევებით აღსავსე დროში, როდესაც COVID-19-თან გვიწევს გამკლავება. DVV International-ის მიერ 2006-2019 წლებში მთელს საქართველოში დაარსებული 11 ზრდასრულთა განათლების ცენტრის საქმიანობა თავად მეტყველებს მათ შესახებ. ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც განაგრძობს მათ მხარდაჭერას.
რამდენიმე მაგალითი თვალსაჩინოებისთვის - საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ თერთმეტივე ცენტრმა ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია შესთავაზა მოსახლეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასობით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო ღირებული რჩევები პროფესიონალი ფსიქოლოგებისგან, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ სიტუაციას, მოახდინონ ყოველდღიური საქმიანობის გადაწყობა და როგორ დაძლიონ სტრესი და დეპრესია. იმის გათვალისწინებით, რომ კრიზისის ფონზე გაზრდილია ოჯახური ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გენდერულ ძალადობაზე. ამავდროულად, ცენტრებმა ყველა საგანმანათლებლო კურსი (პროფესიული განათლების თეორიული ნაწილი, პერსონალური განვითარება, ფინანსური, სამოქალაქო განათლება და სხვები) ახალგაზრდებისა და ზრდასრულთათვის დისტანციური სწავლების რეჟიმში გადაიტანეს. ერთ-ერთი მონაწილე შემდეგნაირად გამოეხმაურა ონლაინ-კურსებს: „განათლება ახლა უფრო მნიშვნელოვანიც კი გახდა. ის ნორმალურობის შეგრძნებას გვანიჭებს ამ ცვალებად დროში. ის სიცოცხლის და წინსვლის სურვილს გვიჩენს, და იმედს გვაძლევს, რომ ამას გადავლახავთ და შედეგად უფრო გაძლიერებულები გამოვალთ ამ სირთულიდან.“
DVV International-ის შვიდმა სხვადასხვა ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. კერვის კურსების ბენეფიციარები, რომელსაც ახალციხის, ახალქალაქის, კოდის, ლელიანის, ჩოხატაურის, ხარაგაულისა და ამბროლაურის ცენტრები ახორციელებენ, ჩაერთვნენ სამედიცინო პირბადეების წარმოებაში, რომლებზეც საქართველოში ამჟამად დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, პირბადეებისა და სხვა დამცავი აღჭურვილობის უკმარისობა სულ უფრო მატულობს. ამავე დროს, ბევრ ადამიანს არ აქვს პირბადის შეძენის საშუალება. ამის გათვალისწინებით, შვიდმა ზრდასრულთა განათლების ცენტრმა DVV International-ის ფინანსური მხარდაჭერით 14000 სამედიცინო პირბადე აწარმოა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადასცა. თავის მხრივ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცემენ შესაბამის რეგიონებში. საკუთარ ვებგვერდებზე უკვე განათავსეს ფოტომასალა და ინფორმაცია, სადაც განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ჩვენს ზრდასრულთა განათლების ცენტრებსა და DVV International-ს. ღონისძიებები ადგილობრივ მედიაშიც გაშუქდა. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ პირბადეების წარმოება მოხდა სოციალური დისტანცირებისა და სხვა საგანგებო მოთხოვნების გათავლისწინებით. ცენტრები უახლოეს ხანებში კვლავ გეგმავენ სამედიცინო პირბადეების ახალი პარტიის წარმოებას.
გთხოვთ, მიყევით ბმულებს, რომ ნახოთ შესაბამისი ინფორმაცია მოვლენების შესახებ:
ამბროლაური
https://www.facebook.com/ambrolaurimunicipality/posts/632697843983540
https://www.facebook.com/ambrolauriskhma/photos/pcb.151880973000957/151880789667642/?type=3&theater
https://www.facebook.com/RachaLechkhumiQvemoSvaneti/posts/1764892546986738
http://kvira.ge/564797?fbclid=IwAR3oEu-FqtPIJiFNdPLWw7WO_92JyDScia2atSNX1Ov02IKOVZqp2D2RcPo
http://kvira.ge/565997?fbclid=IwAR28ke4_Tr71lJPpmgdNCJAWEUvp-hrqM46SQ1ZMEHtlK4tPzDrPLa4JJxU
ახალქალაქი
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=518198058848301&id=300305003970942
http://ka.jnews.ge/?p=2917&fbclid=IwAR0Gas5NZd3vo5zGCw9-iu50ZKvDsJhSciePCEF9O0HM2cMgohGB_V1KPvo
ხარაგაული
https://www.facebook.com/sakrebulo1/posts/2957161254343145?__tn__=-R
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2741716666075489&id=1397634313817071
https://www.facebook.com/sakrebulo1/posts/3022137564512180
ლელიანი
http://kvira.ge/560914?fbclid=IwAR1AkMLrN452pN3yKbAjgC16LWasRiQvkLUoQqdo4QbAidHs1k69xSJJQxU
https://www.facebook.com/lagodekhimeria/
https://knews.ge/?p=48792&fbclid=IwAR3h49E92AOFR86NLuLyQ-rLhJzlRMaHodZlS3k1lPnVP-pHmZKCE7MrjUU
კოდა
https://www.facebook.com/253278361510797/posts/1470345523137402/
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2358482157777604&id=1601704006788760
ახალციხე
ჩოხატაური
https://www.facebook.com/100009365824663/posts/2696126800709488/
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2693498324200446&id=100006209145570
https://www.facebook.com/choxataurisjandacva/posts/2969822426458834