6-9 მაისს DVVI საქართველოს ოფისმა ოთხი სხვადასხვა ქვეყნის: ბელარუსის, იორდანიის, მოლდოვისა და უკრაინის კოლეგების დელეგაციას უმასპინძლა. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო უკეთ გაეცნოთ პროექტი „ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში“, რომელიც წარმატებით ხორციელდება 2005 წლიდან.
სამ დღიანი ვიზიტის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ DVVI საქართველოს ოფისისა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) თანამშრომლებს და დასწრებოდნენ პრეზენტაციებს პროექტის ძირითადი ნაბიჯების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. მათ მოინახულეს ზრდასრულთა განათლების ორი (ათიდან) ცენტრი კოდასა და ლელიანში და მენეჯმენტთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილეს ცენტრების ყოველდღიური საქმიანობა.
გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს ღირსშესანიშნაობებისა და კულტურულ პროგრამას, საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და კონტექსტის, რომელიც ქმნის DVVI-ის საქმიანობის ჩარჩოს ქვეყანაში, უკეთ გასაცნობად.