ეროვნული ცნობიერების ამაღლების კამპანია ზრდასრულთა განათლებაზე და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების შესახებ

DVV International საქართველოს ოფისმა განახორციელა ეროვნული კამპანია ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის  მანძილზე სწავლების შესახებ. კამპანიის მიზანია, მოქალაქეების შთაგონება და წახალისება, რომ სწავლა და პიროვნული განვითარება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი.

კამპანიის ფარგლებში, შექმნილია სამი პროფესიონალურად დამზადებული პოსტერები, კრეატიული ვიზუალით და სამოტივაციო სლოგანებით. პოსტერები განთავსდა საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში და ზუგდიდში - ავტობუსების მოსაცდელ სივრცეებსა და ბილბორდებზე.

კამპანიის მეორე მიმართულება მოიცავდა პოდკასტებისა და TikTok ვიდეოების გადაღებას, რომლებიც გავრცელდა სოციალური ქსელების მეშვეობით. პოდკასტებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს ცნობილი პროფესიონალები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება და ხედვა გააზიარეს ზრდასრულთა განათლებისა და უწყვეტი სწავლების მნიშვნელობაზე. მოწვეული სტუმრების მრავალფეროვნება ხაზს უსვამს ზრდასრულთა განათლების ჰოლისტიკურ ბუნებას და ნათლად წარმოაჩენს, რომ ზრდასრულთა განათლება მნიშვნელოვანია ყველა სფეროს განვითარებისთვის.

ეს კამპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციაში და წაახალისებს მოქალაქეებს, გამოიყენონ უწყვეტი განათლების შესაძლებლობები,  ასევე, მხარს უჭერს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. 

პოდკასტების საყურებლად, გამოგვყევით YouTube და TikTok გვერდებზე:

https://www.youtube.com/@ALElearningPodcasts/videos 

https://www.tiktok.com/@podcastsbydvv